გია ვოლსკი: სახალხო დამცველს მეტი კორექტულობა მართებს, როცა ბავშვებზეა საუბარი

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ვოლსკი “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას აცხადებს, სახალხო დამცველს კორექტულობა მართებს, განსაკუთრებით, როცა ბავშვებზეა საუბარი.

“ამჯერად, მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ მნიშვნელოვნად აზიანებს თვითონ ეკლესიასაც, მის ავტორიტეტსაც. დარწმუნებული ვარ, რომ იქ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზეც აბსოლუტურად არაკორექტულად საუბრობს საზოგადოება. ჩემი აზრით, სახალხო დამცველს კორექტულობა მართებს, როდესაც ბავშვებზეა საუბარი. გაუპატიურების მცდელობის სიტყვის ასე ბურთაობა არ არის სწორი. ჩვენ ერთი დღით არ ვცხოვრობთ. ხელისუფლების ვალდებულებაც არის, რომ დაძაბული სიტუაცია როგორმე განმუხტოს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მნიშვნელოვნად ზიანდება როგორც ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე – ეკლესია”,- აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები