სოფო კილაძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: გაერო-ს წესებით, მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩართვა

„მე, გაერო-ს წესებით, მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ან ირიბად ჩართვა, რომ არ დაირღვეს ნეიტრალურობის პრინციპი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრმა, სოფო კილაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების ირგვლივ კომიტეტის წევრები ნეიტრალურები უნდა იყვნენ.

„მე, გაერო-ს წესებით, მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ან ირიბად ჩართვა, რომ არ დაირღვეს ნეიტრალურობის პრინციპი. მათ შორის კომენტარების გაკეთება ირიბად ჩართვას ნიშნავს, რომელიც საქართველოს ეხება. ნებისმიერი საკითხზე, რომელიც გადაწყვეტილების ირგვლივ არის, უნდა ვიყოთ კომიტეტის წევრები აბსოლუტურად ნეიტრალურები”, – აცხადებს სოფო კილაძე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები