გერმანიაში უკრაინის ელჩი: პუტინის გიჟური მიზანი დამოუკიდებელი უკრაინის განადგურებაა

“რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებას”, – განაცხადა გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა.

შესაბამისი განცხადება დიპლომატმა ჟურნალ loyal-თან საუბარში გააკეთა.

”პუტინის გეგმა კვლავ არის უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურება. ეს არის მისი გიჟური მიზანი. ჩემი სამშობლოს პროდასავლური და დემოკრატიული განვითარება პუტინისთვის ეკალივით არის, რადგან ეს მის ტოტალიტარულ და კორუმპირებულ რეჟიმს ემუქრება,” – განმარტა მილერმა.

ელჩის თქმით, უკრაინის არმია მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსულს როგორც რიცხვონობით, ისე – თვისობრივად. ამასთან, პუტინმა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები სათანადოდ არ შეაფასა და ”კბილებიც მოიმტვრია”.

დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას უსაფრთხოების მიღწევას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც ის გახდება თავდაცვის სამხედრო ალიანსის წევრი, როგორიცაა ნატო.

ინტერვიუში მელნიკმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენა ამჟამად კიევში დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა საბედისწერო შეცდომად მიიჩნევს უკრაინის მიერ ბირთვულ არსენალზე უარის თქმას.

აპრილში მელნიკმა დასავლეთს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეიყვანონ უკრაინა ნატო-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიევს მოუწევს, განიხილოს ბირთვული სტატუსის აღდგენის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები