გიგი უგულავა: ბავშვიც კი მიხვდება, რომ ვერ შევძლებდი ამდენი ეპოლეტის მქონე ადამიანის ცემას

“პროკურატურა, სასამართლო რას იზამს, ამაზე მარჩიელობა ძნელია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

უგულავამ მის მიმართ აღძრულ საქმეს “ეგზოტიკური და სასაცილო” უწოდა.

“პროკურატურა, სასამართლო რას იზამს, ამაზე მარჩიელობა ძნელია. პრაქტიკიდან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული. თუმცა, 8 საქმეს შორის, რომელიც აღძრულია ივანიშვილის რეჟიმის პერიოდში, ეს საქმე ყველაზე ეგზოტიკური და ცინიკურია, სასაცილოც კია, რადგან ბავშვიც კი მიხვდება იმას, რომ ვერ შევძლებდი ამდენი ეპოლეტის მქონე ადამიანის ცემას”, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი (საბა) გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა ედება ბრალად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები