ირანს გაერო-ში ხმის უფლება ჩამოართვეს

ირანსა და აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს.

როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის წერილიდან ირკვევა, ამის მიზეზი ვალის გადაუხდელობა გახდა.

”ამ დროისთვის, გაერო-ს ხუთ წევრ ქვეყანას მართებს დავალიანება ორგანიზაციის მე -19 მუხლის შესაბამისად”, – ნათქვამია წერილში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, რომელსაც საწევროს შეტანასთან დაკავშირებით დავალიანება გააჩნია, გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლებას კარგავს, „თუ მისი დავალიანების ოდენობა ტოლია ან აღემატება წინა ორი წლის გადახდილი თანხის ოდენობას.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები