გერმანია რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებას აჩერებს

გერმანია რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებას აჩერებს. ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა.

მანამდე გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს მოსკოვის მიმართულებით ფრენების გაუქმება მოუწია, რადგან რუსეთის შესაბამისმა უწყებამ ნებართვა დროულად არ გასცა.

„საპასუხო პრაქტიკიდან გამომდინარე, ფედერალურმა საავიაციო უწყებამ ასევე არ გასცა ნებართვები რუსული ავიაკომპანიების ფრენებზე“, – აღნიშნა გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა.

გერმანული მხარე აცხადებს, რომ როგორც კი რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო Lufthansa-ს ფრენებზე ნებართვას მისცემს, რუსულ თვითმფრინავებს ფრენების განხორციელების უფლება ექნებათ.

მანამდე ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო, რუსეთმა რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიას რეისების განხორციელების ნებართვა არ მისცა.

26 მაისს ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ავიაკომპანიებს ურჩია, თავი შეეკავებინათ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები