გია ვოლსკი: არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ოდესმე საკუთარი გეგმები განახორციელოს, თუმცა, 2014 წლიდან ქვეყნის დესტაბილიზაციას ლამობენ
პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა.
ვოლსკის თქმით, მას არ ჰგონია, რომ “ნაცმოძრაობამ“ ოდესმე საკუთარი გეგმები განახორციელოს.
„კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც, ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია და დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. არ მგონია, რომ მათ ოდესმე საკუთარი გეგმები განახორციელონ, თუმცა, 2014 წლიდან ქვეყნის დესტაბილიზაციას ლამობენ და ეს მათი მცდელობები გარკვეულწილად და გარკვეულ მონაკვეთებზე წარმატებულიც კი იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვხედავდით, როცა ქვეყანას უჭირს დესტაბილიზაცია და დესტრუქციაა მათი ამოცანა. მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა არის იმის დემონსტრირება, რაზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვსაუბრობთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.