ირაკლი ჩიქოვანი: სენატორების ვიზიტი მნიშვნელოვანია

“ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, ეს არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კონგრესმენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

“ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, ეს არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობა გრძელდება, არის კონკრეტული დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგის მხარდამჭერები არიან როგორც ადმინისტრაციაში, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს თბილისს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები