იაგო ხვიჩია: შეხსენება იმის, რომ ჩვენს მეგობარს ვახსოვართ და აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, ძალიან საინტერსეოა

“შეხსენება იმის, რომ ჩვენს მეგობარს ვახსოვართ და აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, ძალიან საინტერსეოა”, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია კონგრესმენ ჯინ შაჰინის მიერ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

მისი თქმით, ,,გირჩი” კონგრესმენებს შარლ მიშელის დოკუმენტის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გააცნობს.

„პირველ ყოვლისა, მხარდაჭერის არაორაზროვანი გზავნილია მეგობარი ქვეყნიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხსენება იმის, რომ ჩვენს მეგობარს ვახსოვართ და აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, ძალიან საინტერსეოა. ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ვეტყვით სტუმრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მხარე როგორ მოქმედებს შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებით. ამავდროულად, გამოვთქვამთ მოსაზრებას იმ მტკივნეულ საკითხზეც, რასაც ამნისტიის საკითხი ჰქვია, სადაც მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავის მთავარ არგუმენტად ამას ასახელებს. კარგი იქნებოდა მეგობრების მხრიდან მოსმენა ამ ნაწილის განმარტების შესახებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, კონგრესის დელეგაცია მიმდინარე კვირაში ეწვევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები