ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 26%-ით, ხოლო გარდაცვალების 17%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 24-30 მაისის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3 550 456 შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში, ვირუსს 78 667 პაციენტი შეეწირა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი 17-23 მაისის პერიოდთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებლით 15%, ხოლო გარდაცვალებით 7%-ით ნაკლებია.

ამასთან, აღინიშნება, რომ ევროპის კონტინენტში ინფიცირების მაჩვენებელი 26%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 24-30 მაისის მონაკვეთში ევროპის რეგიონში კოვიდ19-ით 430 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 11 ათასზე მეტი გარდაიცვალა, რაც ასევე 17%-იან კლებას ნიშნავს.

ასევე, გასულ კვირას დაავადების შემთხვევები გაზრდილია აფრიკაში 22%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანეს რეგიონში 6%-ით; ევროპის გარდა, შემცირებულია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 24%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 2%-ით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 1%-ით

სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია აფრიკაში 11%-ით, მაგრამ შემცირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 18%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში  – 8%-ით, დასავლეთ-წყნარი ოკეანეს რეგიონში – 2%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები