ჯანმო: მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 24-30 მაისის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3 550 456 შემთხვევა გამოვლინდა.

ამავე პერიოდში, ვირუსს 78 667 პაციენტი შეეწირა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი 17-23 მაისის პერიოდთან შედარებით ინფიცირების მხრიდან 15%, ხოლო გარდაცვალებით 7%-ით ნაკლებია.

ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას დაავადების შემთხვევები გაზრდილია აფრიკაში 22%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანეს რეგიონში 6%-ით; ხოლო ევროპაში 26%-ით შემცირდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 24%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 2%-ით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 1%-ით.

ასევე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია აფრიკაში 15%-ით, მაგრამ შემცირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 18%-ით, ევროპაშიც შემცირებულია 17%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 8%-ით, დასავლეთ-წყნარიოკეანეს რეგიონში – 2%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები