ლავროვი: მზად ვართ, რუსეთ-ნატო-ს ფორმატში კონტაქტები განვაახლოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, ნატო-სთან კონტაქტები განაახლოს.

”თუ ვინმე ხედავს რუსეთის ფედერაციის პოზიციაში შორს მიმავალ საშიშ გეგმებს, მაშინ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს გეგმები. ნატო, სამწუხაროდ, მზად არ არის ამისათვის. როდესაც მოგვიწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კოლეგებთან შეხვედრისკენ, რუსეთ-ნატო-ს საქმიანობის განახლებისკენ, ჩვენ ვამბობთ: “დიახ, მზად ვართ. პირველ ყოვლისა, სამხედროებმა დაიწყონ საუბარი მსოფლიოში არსებულ რეალურ სიტუაციაზე, მათ შორის, ნატო-ს ჩვენი კოლეგების მიერ 1990-იანი წლების ბოლოს დადებული შეთანხმებების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, იმის შესახებ, რომ ნატო მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს არ განათავსებს ახალი წევრების ტერიტორიაზე”, – დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები