ემანუელ მაკრონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია პრეპარატის მწარმოებელი.
მან ასევე მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდა.
“მე და ბრიჟიტი, როგორც უკვე 25 მილიონი ფრანგი, ავიცერით. მოდით, ავიცრათ, რომ თავი დავიცვათ, ახლობლები დავიცვათ”, – დაწერა მან.
მაკრონი კორონავირუსით დეკემბერში დაინფიცირდა, ის ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ვირუსი მის მეუღლეს, ბრიჟიტსაც დაუდასტურდა.