ზელენსკი: “ჩრდილოეთ ნაკადი-2” ყირიმის ანექსიისგან არ განსხვავდება

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ჩრდილოეთ ნაკადი-2” ყირიმის ანექსიას შეადარა.

ამის შესახებ მან Frankfurter Allgemeine Zeitung-თან საუბარში თქვა.

“ჩრდილოეთ ნაკადი-2”, ვფიქრობ, არაფრით განსხვავდება ყირიმის ანექსიისგან. მე აგიხსნით, რატომ. ყირიმის დასაბრუნებლად და გარიგების შესაძლებლობის მისაღებად დაიწყო ომი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგ ნელ-ნელა ყირიმის საკითხი “დავიწყებას”მიეცემა”, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსები ამ სცენარს მიჰყვებიან.

“ანუ ისინი მოიპოვებენ სავაჭრო ბერკეტებს. ყირიმი კი სულ უფრო და უფრო გვშორდება. ყირიმში რამდენიმე წლის განმავლობაში პასპორტიზაცია მიდიოდა – ყირიმელებს ყოველთვის ჰქონდათ უკრაინული და რუსული პასპორტები. შემდეგ იყო ყირიმის ანექსია, შემდეგ – დონბასი, რომ ყირიმის “მივიწყება” მომხდარიყო. დონბასში ამჟამად რუსულ პასპორტებს არიგებენ – გაცემულია 300 ათასი ცალი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

”შემდგომ, დონბასში ვაჭრობის მიზნით, სეპარატისტებისთვის ამნისტიის ”მოსაპოვებლად”, რომ ადგილობრივ არჩევნებზე რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს, საჭიროა ფსონების გაზრდა. “ჩრდილოეთ ნაკადი-2″ დღეს კოზირია”, – თქვა მან.

იგი მიიჩნევს, რომ Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულება საფრთხეს უქმნის უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

მისი თქმით, “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის მშენებლობა უკრაინისა და ევროპის ენერეგოუსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები