ზელენსკის სურს, გერმანიამ უკრაინას იარაღი მიაწოდოს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, გერმანიამ უკრაინას იარაღის მომარაგებით მხარი დაუჭიროს.

ამის შესახებ მან Frankfurter Allgemeine Zeitung- თან ინტერვიუში განაცხადა.

”გერმანიას არანაირი სამხედრო დახმარება არ გაუწევია ჩვენთვის, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლებოდა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება სარაკეტო და საპატრულო კატარღები, ავტომატები, რადიოტექნიკა და ჯავშანტექნიკა.

ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ მადლიერია გერმანიის მიერ გაწეული დახმარებით, თუმცა, მეტის იმედი აქვს.

“გაბეკს ეს ესმის”, – თქვა ზელენსკიმ, რომელმაც “მწვანეთა” პარტიის თანათავმჯდომარის, რობერტ გაბეკის განცხადება გაიხსენა. გერმანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ საჭიროა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება.

”სიტუაციაში, როდესაც საქმე ეხება ხალხის სიცოცხლის დაცვას, აუცილებელია გერმანიის პრინციპული ”არა”-ს გადახედვა (კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებაზე)”, – თქვა გაბეკმა 27 მაისს.

ამავდროულად, მმართველი ბლოკის წარმომადგენლები ამ იდეის წინააღმდეგ გამოდიან.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა, შტეფენ ზაიბერტმა გაბეკის განცხადებების კომენტირებისას თქვა, რომ გერმანია ერთგულია პრინციპისა, რომელიც კრძალავს იარაღის მიწოდებას იმ რეგიონებისთვის, სადაც მიმდინარეობს ომი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები