ნიკოლეიშვილი – გახარიაზე: ბრიფინგზე თქვა, რომ მელიას გამო ტოვებს პრემიერის თანამდებობას, ახლა ამბობს, რომ მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა მელია, არქივები არ იწვის
„ბრიფინგზე თქვა, რომ რადგან ვერ მიაღწია გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას დაკავების ფორმაზე, ამიტომ ტოვებს პრემიერის თანამდებობას. ახლა ამბობს, რომ მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა ნიკა მელია“, – წერს ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არქივები არ იწვის, ხალხს კარგი მეხსიერება აქვს.
„ბრიფინგზე თქვა, რომ რადგან ვერ მიაღწია გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას დაკავების ფორმაზე, ამიტომ ტოვებს პრემიერის თანამდებობას. ახლა ამბობს, რომ მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა ნიკა მელია. პარლამენტის ტრიბუნაზე თქვა, რა კორუფცია შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას “ჯიგრულ პონტში” გაუსწორაო, პრეზენტაციაზე თქვა, ქვეყნის მთავარი პრობლემა კორუფციაოო. არქივები არ იწვის, ხალხს კარგი მეხსიერება აქვს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.