ზურაბ ქადაგიძე: გიორგი გახარიას გუნდი ღიად გადავიდა ბიძინა ივანიშვილთან კონფრონტაციაზე

ექსპერტი, ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას პარტიის შექმნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ვინმეს კითხვები ჰქონდა გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის კავშირთან დაკავშირებით, ამოწურულია.

,,ვინმეს რამე კითხვა დარჩა? ღიად გადავიდნენ უკვე ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაზე. კონკრეტულად, ადამიანზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან არც მაშინ იცოდა ვინმემ, როცა უმრავლესობაში იყო და ახლა, მით უმეტეს. მაგრამ ნარატივი, რომელიც, ცხადია, გახარიასთან არის შეთანხმებული, ღია კონფრონტაციაა ბიძინა ივანიშვილთან. აბა, სხვა როგორ ავხსნათ ეს განცხადება? ახლა შეაწუხა ბექა ლილუაშვილი არაფორმალურმა მმართველობამ? სასაცილოა”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები