აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის 41% მთლიანად არის აცრილი
აშშ-ში COVID-19-სგან 12 წელს ზემოთ მთლიანად აცრილი მოსახლეობის რაოდენობამ 135 მილიონს მიაღწია, რაც 40,7% -ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის საიტზე განთავსდა.
ამასთან, თუნდაც ერთი აცრა აქვს გაკეთებული, ჯამურად, 167,7 მილიონს, რაც 50,5%-ს შეადგენს.
გამოცემა The Hill -ი წერს, რომ, როგორც ჩანს, აშშ მაისის დასაწყისში პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დასახულ მიზანს უახლოვდება, რომელმაც თქვა, რომ დამოუკიდებლობის დღისთვის, ანუ 4 ივლისისთვის თუნდაც ერთი დოზით მოსახლეობის 70% იქნება აცრილი და 160 მილიონი ადამიანი – მთლიანად.
ამასთანავე, დაავადებათა კონტროლის მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად იკლებს. მაგალითად, 24-30 მაისის პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი 22%-ით, ხოლო გარდაცვალების 9%-ით არის შემცირებული, 17-23 მაისის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთანავე, აშშ, ჯონს ჰოპკინსის სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში ანტილიდერია. 31 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 33, 26 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, 594, 4 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.