რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქში ახალ ქვედანაყოფებს შექმნის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში 20 ახალ სამხედრო დანაყოფს შექმნის.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნატო-ს ქვეყნებისა დ აშშ-ის აქტივობაზე პასუხი იქნება, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან სამხედრო გემების ყოფნასა და ფრენების ინტენსივობას ზრდიან.

“ჩვენი დასავლელი კოლეგების ქმედებები მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემას ანადგურებს და გვაიძულებენ ადეკვატური კონტრზომების მიღებას. ჯარის საბრძოლო შემადგენლობას მუდმივად ვაუმჯობესებთ”, – თქმა მან.

ახალ ქვედანაყოფებს მიეწოდება თანამედროვე იარაღი და ტექნიკა.  ჯამურად, წელს დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების აღჭურვა იარაღის ორი ათასი ერთეულით იგეგმება.

ასევე, გაგრძელდება პირადი შემადგენლობის, სამხედრო სარდლობისა და მაკონტროლებელი ორგანოების გაუმჯობესება.

“ბალტიის ფლოტის გემების მიერ საბრძოლო მომზადების ამოცანების შემუშავების ინტენსივობა 30% -ით გაიზარდა. ორასზე მეტი სასწავლო ამოცანაა შესრულებული სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით. რაიონის საჰაერო დარტყმა 4%-ით გაიზარდა”, – განაცხადა შოიგუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები