„მთავარი ოპოზიციური ფლანგის პარლამენტში, უკანა კარიდან კაპიტულანტური შეძურწვა იმ სერიის დასასრული ხომ არ არის – არჩევნები რომ “ტოტალურად გაყალბდა?“ – გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტს ეხმაურება.
„მიხეილ სააკაშვილის ბრიუსელის ვიზიტი, ვფიქრობ, გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე დღეს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების გამოცხადება.
სააკაშვილი, პრაქტიკულად, მთელს ევროპულ პოლიტიკურ ელიტას შეხვდა და რატომ ახლა, და არა თუნდაც გუშინ, აი, ეგ არის ყველაზე საინტერესო.
გავლენიანი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონკრესის დელეგაციის ვიზიტის წინ შემთხვევითი არც ნამახვანში სიტუაციის გამწვავებაა და არც ამნისტიის კანონზე დაწყებული ჭიდაობა, არც „ნაციონალების“ მიერ მიუხედავად პარლამენტში შესვლის გადააწყვეტილებისა, 19 აპრილის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი, რაც ცოტა ალოგიკურია, თუმცა, ერთი შეხედვით.
სავარაუდოდ, ეს ყველაფერი თავად სააკაშვილის საკითხს უკავშირდება. კერძოდ, მის ამნისტიასა და ევროპული ვოიაჟის მთავარი ინტრიგაც ეგ უნდა ყოფილიყო! რაზე მოილაპარაკეს ბრიუსელში, ალბათ, მალე გამოჩნდება, არ მგონია, ევროპარლამენტი მის ჭკუაზე დადიოდეს, თუმცა, სააკაშვილი რომ პარლამენტში „ნაციონალების“ შეყვანით ივაჭრებდა, ისედაც ცხადი უნდა იყოს!
„ნაციონალებმა“ მიშელის დოკუმენტს ხელი ამიტომაც არ მოაწერეს და, ბუნებრივია, არც ამნისტიის წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭერენ მხარს!
მიუხედავად პარლამენტში შესვლისა, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო სართაშორისო ფაქტორის გამო, „ნაციონალები“ იაგო ხვიჩიას სიყვარულით რომ არ შესულან, მის გარდა, მგონი, არავის სჯერა“, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, „ნაციონალები“ ეცდებიან, სიტუაცია მორიგ მინიკრიზისებამდე მიიყვანონ, რაც დესტაბილიზაციასთან ერთად სააკაშვილის პოლიტიკურ ამნისტიას გახდის აქტუალურს.

„ნაციონალები“ კიევიდან მართულ ოპოზიციასთან უნისონში, მხარდაჭერილი მედია საშუალებებით, თვითმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში, მაქსიმალურად ეცდებიან, სიტუაცია მორიგ მინიკრიზისებზე გაიყვანონ, რაც დესტაბილიზაციასთან ერთად სააკაშვილის პოლიტიკურ ამნისტიას აქტუალურს გახდის.
ამ სტრატეგიაში გადამწყვეტი კი მაინც საშემოდგომო არჩევნებზე ,,ოცნების,, 43 პროცენტზე ვერ გასვლაა, ამას არც თავად მალავენ და რაც გავა რა უცილობელ ვადამდელზე, „ნაციონალებსაც“ დაუტოვებს შანს, კოალიციის სათავეში მოსასვლელად უკვე 2022 წელს.

სხვა საკითხია, ადამიანი, რომელზეც საქართველოში ერთდროულად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ევროპის ცენტრში როცა ხვდება ყველა ევროპელ პოლიტმეიკერს, ამ დროს სად იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო? ბატონი ზალკანიანის უწყება იყო თუ არა ამ ვიზიტის საქმის კურსში, თუ არ იყო, ძალიანაც ცუდი და თუ იყო, რად არ გააგზავნა ბრიუსელში საპროტესტო ნოტა !
ისე, მთავარი ოპოზიციური ფლანგის პარლამენტში, ფაქტობრივად, უკანა კარიდან კაპიტულანტური შეძურწვა, უკაცრავად სხვა სიტყვა ვერ მივუსადაგე, იმ სერიის დასასრული ხომ არ არის – არჩევნები, რომ “ტოტალურად გაყალბდა”?!“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები