ჩინეთმა შესაძლოა, ოჯახებს მესამე შვილის ყოლის უფლება მისცეს

ჩინეთში შობადობის კონტროლის პოლიტიკაში რიგი ცვლილებები შეინიშნება. შესაძლოა, ოჯახებს მესამე შვილის ყოლის უფლება მიეცეთ, რაც მოსახლეობის დაბერების პრობლემას მოხსნის. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა.

„ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მუდმივად იღებდა სხვადასხვა ზომას ქვეყანაში დემოგრაფიული ზრდის კონტროლისთვის, პირველ ყოვლისა, დედისერთა შვილების ოჯახებს ორი შვილის ყოლის უფლება მიეცათ, შემდეგ ეს პოლიტიკა გავრცელდა დანარჩენებზეც. მიღწეულ იქნა დადებითი შედეგები. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან დიდია. ერის დაბერების მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად იზრდება. შობადობის პოლიტიკის შემდგომი ოპტიმიზაცია, რისი მიხედვითაც ერთ წყვილს სამი შვილის ყოლის უფლება მიეცემა, ჩვენი ქვეყნის მოსახლების სტრუქტურის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ჩვენ აქტიურად მოვახდენთ რეაგირებას მოსახლეობის დაბერებაზე და შევინარჩუნებთ ჩინეთის უპირატესობას ადამიანური რესურსის სფეროში”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები