ინდოეთში გავრცელებული “შავი ობის” დაავადების 7 შემთხვევა ეგვიპტეშიც გამოვლინდა

ეგვიპტეში სოკოვანი დაავადების, მუკორმიკოზის (“შავი ობი”) 7 შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ზაკაზიკის უნივერსიტეტის რექტორმა, ოსმან შაალიანმა გაავრცელა, რომლის საავადმყოფო კომპლექსშიც აღნიშნული პაციენტები მკურნალობენ.

მისი თქმით, ინფექციის ყველა შემთხვევა შარკიას პროვინციაშია დაფიქსირებული დასუსტებული იმუნიტეტის, მათ შორის, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემდეგ.

”სამ ინფიცირებულს ჩაუტარდა ოპერაცია, რომლითაც დაზიანებული ორგანოების ამოჭრა მოხდა. ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დანარჩენების – სტაბილური”, – თქვა რექტორმა.

რაც შეეხება ინდოეთს, სადაც, კორონავირუსით გამოწვეული უმძიმესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, სოკოვანი დაავადების აფეთქებაც შეინიშნება, გასულ კვირას ქვეყნის ქიმიური მრეწველობის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში მუკორმიკოზით დაავადების უკვე 11 717 შემთხვევაა დაფიქსირებული.

30 მაისს “შავი ობით” გამოწვეულ დაავადებას პირველი პაციენტი ემსხვერპლა, 59 წლის მამაკაცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები