ეჭვიანობის ნიადაგზე საფრანგეთში სროლა იყო – პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს

საფრანგეთში, ლე ლარდენ-სენ-ლაზარის კომუნაში მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე დამნაშავის დაჭერის მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ BFMTV იუწყება.

ტელევიზიის ცნობით, პოლიციამ გვიან ღამით ოჯახური კონფლიქტის შესახებ მიიღო შეტყობინება. შეიარაღებული 30 წლის მამაკაცი ყოფილი მეგობარი ქალის შეყვარებულს თავს დაესხა, რის შემდეგაც ის კომუნის ქუჩებში იარაღით ხელში ნახეს. როდესაც თავდამსხმელმა პოლიცია შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მიიმალა.

ბოროტმოქმედის სამძებრო სამუშაოებში 2000-ზე მეტი ადამიანი და ორი ვერტმფრენია ჩართული. ხელისუფლება ადგილობრივებს მოუწოდებს არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები