განკვეთილი იღუმენი დანიელ გვილავა: სტეფანე არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ
ის არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ, -ამის შესახებ მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილმა იღუმენმა, დანიელ გვილავამ განაცხადა.
მისი თქმით, დარჩება მონასტერში და ბერულ ცხოვრებას გააგრძელებს.
“მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის უპროგნოზო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი. სტეფანე ეპისკოპოსი გახდა, მაგრამ კაცი ვერ გახდა. ის არასდროს არ მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ.
ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოვუვლი ჩვენს ნაშრომსა და ნაოფლარს.
აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ. მოვიდნენ, ნახონ, დაათვალიერონ. დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას მე არავის არ გადავაბარებ,” – განაცხადა დანიელ გვილავამ.
ცნობისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა.