“ის უფრო ადრე უნდა წასულიყო იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება” – ზაალ ანჯაფარიძე
“გიორგი გახარიას განმარტებამ ერთ ერთ მთავარ კითხვაზე: თუ რა გახდა მისი გადადგომის რეალური მიზეზი, აჩვენა, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრების მეთოდი, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად კანონიერად განხორციელდა და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოს ხელისუფლება იმაცეს გააკეთებდა, კანონდამრღვევის რეგალიებისა და სტატუსის მიუხედავად”, – ამის შესახრბ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გახარუას გადადგომის რეალური მიზეზუ “ქართული ოცნების” მიმართ გაჩენილი ფუნდამენტური წინააღმდეგობები იყო.
“აღმოჩნდა, რომ გახარიას რაღაც მომენტში გაუჩნდა ფუნდამენტური წინააღმდეგობები “ქ/ოცნებასთან” და მის პოლიტიკასთან, და ამაზე მან ღიად ისაუბრა. შესაბამისად, გადადგომის რეალური მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თუ ასეა, მაშინ ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტალური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება. სხვათა შორის, იგივე მოუვიდა ექს-პრემიერ კვირიკაშვილსაც, რომელმაც “მოულოდნელად” აღმოაჩინა რომ მის “მემარჯვენე” პოლიტიკას პარტია არ იზიარებდა”, – წერს ანჯაფარიძე.