კანადაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს
კანადაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 215 ბავშვის ნეშტი იყო დამარხული, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სკოლა ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციის მიზნით შექმნილი ბრიტანეთის კოლუმბიის Kamloops Indian Residential School- ის მოსწავლეები იყვნენ, რომელიც 1978 წელს დაიხურა.
მუზეუმის სპეციალისტები და საგამოძიებო ორგანოები ბავშვების გარდაცვალების დროისა და მიზეზების დასადგენად მუშაობენ.
მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენის ფაქტს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა და კანადის ისტორიის „სამარცხვინო თავის მტკივნეული მოგონება“ უწოდა.
კანადაში, მე-19-მე-20 საუკუნეებში სავალდებულო სკოლა-პანსიონებს მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ და ამ სკოლების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია იყო. Kamloops Indian Residential School- ი უდიდესი ასეთი პანსიონი იყო, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციის დროს, 1890 წელს გაიხსნა, სკოლაში 500-მდე მოსწავლე სწავლობდა.