სახალხო დამცველი პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვთა უფლებებისა და ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვას ითხოვს

????????????????????????????????????

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის ანონსში ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა მოითხოვა.

„გადაცემის ანონსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი არასრულწლოვნებს განუმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია, ზოგადად, ბავშვებს არ აქვთ უფლებები და კარგია, თუ ბავშვები არ იქნებიან ინფორმირებულნი კოდექსის შესახებ.

გადაცემის მსვლელობისას ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს ბავშვთა მიმართ ძალადობაზეც და მას განიხილავს, როგორც თემის კულტურულ თავისებურებას, რომელშიც არ უნდა ხდებოდეს ჩარევა. პარლამენტარმა ასევე თქვა, რომ ბავშვის ცემა არის მშობლის უფლება. ამის მაგალითად ვახტანგ მეგრელიშვილი მოიყვანა ბავშვობისას ოჯახში ძალადობის საკუთარი გამოცდილება და ახდენდა ამ შემთხვევის ნორმალიზებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები