თეა წულუკიანი: ვისურვებდი, „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურდ კონსტრუქციულია
„ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურდ კონსტრუქციული”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ნამოხვანჰესის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მიმართ მთავრობის მზაობა დიალოგისთვის ნათელია.
„ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურდ კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც მორატორიუმის ფორმით გამოიხატა. ასევე, არის მოწვეული არაერთი უცხოელი ექსპერტი, რომელიც იტყვის, რა არის ოპტიმალური გამოსავალი იმისთვის, რომ „ნამოხვანჰესის“ თემაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი იყოს უპირველესი და, ასევე, ტექნოლოგიური გადაწყვეტა როგორი სჯობს. ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ღია მყარი და კონსტრუქციული მიდგომაც, ეკონომიკის სამინისტროს მიდგომა სახეზეა. იმედი მაქვს, ამას ყველა დაინახავს და დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული. მთავრობის მხრიდან მე ვხედავ სრულ მზაობასა და კონსტრუქციულ მიდგომას ამ რთული საკითხისადმი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.