თეა წულუკიანი – გელათზე: ჩემი ფუნქცია არ არის 2008-2020 წლების წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი პირის ძიება

“ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფრესკისა და კედლის მხატვრობის აღდგენისა და კონსერვაციის სპეციალისტებთან კონსენსუსი უკვე მიღწეულია.

“ჩემი ფუნქცია არ არის, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი, ამისთვის არსებობს პროკურატურა. ჩემი ფუნქციაა, უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკისა და კედლის მხატვრობის აღდგენისა და კონსერვაციის სპეციალისტებთან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები