საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზას აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ (ფოტო)

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სამართლის დარგში ატაშის მოადგილეები – კევინ ორკინი და მასატო დილორენცო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე სტუმრად იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს ბაზაზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა – დავით სუხიშვილმა, ქბრბ სამმართველოს უფროსმა – მალხაზ ლაგურაშვილმა და საერთაშორისო სამმართველოს უფროსმა – ნინო ბარქაიამ უმასპინძლეს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს ფუნქციებსა და საქმიანობას დეტალურად გაეცნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელსაც დანაყოფი ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის იყენებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამერიკულ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს, მათ შორის, ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენს სამსახურს განსაკუთრებული ურთიერთთანამშრომლობის ისტორია აქვს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA), რაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სწავლებების გამართვითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების კუთხით რამდენიმე საჭირო პროექტი განხორციელებით  არაერთხელ დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები