ვარლამ გოლეთიანი: არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ ფიზიკურად დავიცვათ საკუთარი უფლებები აქ დგომით
“რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა, გუმათში, მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეების დაკავება გაგრძელდა, ამას უფრო დიდი პროტესტი მოჰყვება.
მისივე თქმით, “რიონის ხეობის მცველები” კანონის დარღვევას და ძალადობრივ გზას არ მიმართავენ.
როგორც გოლეთიანმა განაცხადა, მათ არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ აქციაზე დგომით, მხოლოდ ფიზიკურად დაიცვან საკუთარი უფლებები.
“ვასაბუთებთ ნახევარ წელზე მეტია რატომ არა, რატომ არის საფრთხის შემცველი, წამგებიანი და დაუსაბუთებელი და ამას არ ითვალისწინებს ხელისუფლება, მით უმეტეს ამხელა ნება არის საზოგადოების მხრიდან, ამის გათვალისწინებისა. არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ ფიზიკურად დავიცვათ საკუთარი უფლებები აქ დგომით.
მოჰყვება დაკავებები და მოჰყვება არ გვეშინია ამ პროცესის, ამას გაცილებით დიდი პროტესტი მოჰყვება. ჩვენ კანონს არ დავარღვევთ რაიმე ძალადობრივ გზებს არ მივმართავთ. ვიქნებით მშვიდობიანად.
გადაცდომები ჩვენგან არ არის. ჩვეულებრივად ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ხელისუფლებამ როცა დაგვარბია ხუთჯერ გამოიყენა რეპრესიული მეთოდი, იმიტომ რომ მათ არ დარჩენიათ სხვა მეთოდი და შესაძლებლობა იმისა, რომ სიმართლე დაამტკიცონ. როდის სჭირდება ადამიანს ძალის გამოყენება? მაშინ როცა არ არის მართალი”, – აცხადებს გოლეთიანი.