ამირან გამყრელიძე: ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება

ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ამ ეტაპზე ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლებს მიერ, ისინი მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ დღეს მსოფლიოში, მათ შორის არის კვლევები „სინოფარმზეც“, „სინოვაკზეც“, „მოდერნაზეც“, „ფაიზერზეც“ თვითონ ინდოეთის გამოშვება ვაქცინაზეც“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 საქართველოს მოქალაქეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები