ვარლამ გოლეთიანი: პროტესტს გავაგრძელებთ

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროტესტს გავაგრძელებთ იმ ფორმით, რაც გუშინ ვთქვით და დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მათ შორის, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აუცილებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან აპირებენ, რომ მოინახულონ უშუალოდ რიონის ხეობაში ტერიტორია და დარწმუნდნენ, ნამდვილად შეაჩერა თუ არა კომპანია “ენკამ” ჰესის მშენებლობის პროცესი.

მისივე განმარტებით, კომპანია მათთან კავშირზე არ გამოსულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დღეს საკითხის ისეთი კომიკური გადაწყვეტა ვნახეთ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორ გადაკეცილ ლისტზე, სასურველია მსგავსი პრეცედენტები მართლა დანაშაულებზე მოქმედებდეს ამ ქვეყანაში, როცა ოპერატიულად ხდება ხოლმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროტესტს გავაგრძელებთ იმ ფორმით, რაც გუშინ ვთქვით და დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მათ შორის, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აუცილებლად.

რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, ჩვენ რაღაც ინფორმაცია მოგვივიდა, რომ სამუშაო შეჩერებულია, ანუ კომპანიას დღეს არ უმუშავია. სამწუხაროდ, ეს რამდენად მართალია ვერ გადავამოწმეთ,მაგრამ ეს ჩვენი თვალით უნდა ვნახოთ.

საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ შეიძლება თავად ეთქვათ ამის შესახებ (სამუშაოების შეჩერების). ჩვენ არ ვიცით, რამდენად გააკეთებენ ამ განცხადებას, თუმცა ჩვენ, ზოგადად, ყველა ხერხით შევეცდებით, რომ თუკი ხეობაში არის სამუშაო პროცესი, შევაჩეროთ. ამის გარკვეული საშუალებები არსებობს, თუმცა ვერ აგიღწერთ, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს ,მაგრამ სხვადასხვა შემოვლითი გზებით არის ამის ნახვის რესურსი.

ყოველშემთხვევაში, ჩვენ თანამებრძოლები დააკვირდებიან ნამდვილად მიმდინარეობს თუ არა სამუშაო პროცესი. ჩვენ ამას ყველაშემთხვევაში გადავამოწმებთ. ამის გაგების ნაწილში პრობლემა არ გვაქვს, რადგან ზედა ნაწილში, სადაც გადაკეტილია ჩვენი თანამებრძოლები არიან, ტვიშში,კონკრეტულად კარავში. ანუ, იქედან თუკი მოადგები პირველ გადაკეტვას, სადაც არის კომპანიის სამუშაო მოედანი ჩვეულებრივად შეგიძლია იქიდანაც დაინახო მიმდინარეობს, თუ არა სამუშაო პროცესი. ამიტომ, დაიძრებიან ისინი ,ნახავენ არის თუ არა მართლაც სამუშაო პროცესი.

იგივე ესკალაციის მოლოდინი იქნება,სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. როცა ვამბობთ,რომ შევაჩერებთ, უნდა ვიმოქმედოთ,რომ შევაჩეროთ.

ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ არ მივმართავთ ძალადობის მოქმედებას, რომ რაღაც იერიში მივიტანოთ რამეზე. პირიქით , ძალადობის ფორმას კატეგორიულად ვემიჯნებით, რომ რაღაც დაზიანდეს , მათ შორის თუნდაც ეს ბარიკადი. ამასაც არ ვიზიარებთ. თუმცა, ის რომ კომპანიას ხელი არ შევუშალოთ და მან ჩვეულებრივად გააგრძელოს ხეობაში მუშა პროცესი ჩვენ ვიგრძნობთ თავს დამნაშავედ. ზოგადად, “ენკასთვის” სიურპრიზია ის, რომ ჩვენ ვნახავთ ამ სამუშაოს. ის ,რომ იქ მიდიან ჩვენი თანამებრძოლები ,ვნახულობთ და ამ პროცესს უახლოვდებიან,ბუნებრივია, ამიტომ ჩერდება სამუშაო პროცესი,თორემ, ის რომ კომპანიაზე რაღაც იერიშს მივიტანთ ამას არ ვიზიარებთ, არც გავაკეთებთ და ამ ნაწილში არავის შეეშინდება”, – აცხადებს გოლეთიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები