მამუკა მდინარაძე: ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამნისტია მას არ შეეხება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამნისტია მას არ შეეხება.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იმ გამონაკლისებზეც კი წავიდა, რასაც ახლა ოპოზიცია ამბობს.

„ვინ რა ინტერპრეტაციაც  უნდა მისცეს, შეუძლებელია სხვაგვარად. აქ იყო საუბარი გადაფურცვლასა და ამ თარიღის გადაშლაზე, რომ აღარ ჩავყოლოდით რაღაც სიღრმეებს, სადაც რამდენიმე „სიმართლე“ არსებობდა. სიმართლე ერთია. ჩვენ პირწმინდად მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს, მიუხედავად ამ კონკრეტული და ძალიან მკაფიო დათქმის, კონვენციით გათვალისწინებული მუხლები გამოვრიცხეთ და 117-ე მუხლიც გამოვრიცხეთ, რომელიც გულისხმობს სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას. ამ შემთხვევაში მაკო გომურის და სხვა ადამიანების ფაქტორიც იყო. ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში მასაც კი არ შეეხება. ოპოზიცია რასაც ახლა ამბობს, ამ გამონაკლისებზეც კი წავედით, ოღონდ არა იმ სიღრმეებში, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავდა იმ დათქმას, რომელიც მიშელის დოკუმენტში წერია. აქედან გამომდინარე, ამ საკითხში მართლები ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები