შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ 369 განაცხადი დარეგისტრირდა

დღეის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ 369 განაცხადი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

,,გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისამდე წარმოშობილი აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები;

ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ, გადაწყვეტილება ერთჯერადად აღსრულდება და მიზნად ისახავს გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევას;

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის – www.rs.ge საშუალებით და მათი დაკმაყოფილება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები