იაგო ხვიჩია – ამნისტიის კანონპროექტზე: რაზე შეთანხმებულა აქამდე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მარტივად, თუმცა, უნდა ვეცადოთ

“დღეს ჩემი შრომა იქნება მიდრეკილი იქეთკენ, რომ მხარეები დავარწმუნო, კომპრომისი სჯობს „ამნისტიის შესახებ“ სათითაო კანონპროექტების გატანას”, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე შეთანხმების მიღწევის შანსები არსებობს.

„რაზე შეთანხმებულა აქამდე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მარტივად, რომ ამნისტიის კანონპროექტზე გვქონდეს მოლოდინი, რომ მარტივად შეთანხმდებიან. უბრალოდ, ამის შანსი არსებობს, მაგრამ არსებული ტრადიციები არ გვიწყობს ხელს, გარანტირებულად ვთქვათ, რომ ნამდვილად შევთანხმდებით. თუმცა, უნდა ვეცადოთ. დღეს ჩემი შრომა იქნება მიდრეკილი იქეთკენ, რომ მხარეები დავარწმუნო, კომპრომისი სჯობს „ამნისტიის შესახებ“ სათითაო კანონპროექტების გატანას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები