იაგო ხვიჩია: პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად
“ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს პარლამენტში და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ – მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად”, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ფრაქციის შექმნის წესი იცვლება.
„ჩვენ სამი დეპუტატი გვყავს და თუ ოპოზიციას რეგლამენტს არგებდნენ, წესიერად მოერგოთ და ფრაქციის შექმნისთვის სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. ჩემთვის ე.ი. არ მოურგიათ, ცოტა ნაწყენი ვარ. თუ პატივისცემა იყო, სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. რომ გითხრათ, ფრაქციის შექმნის დიდი ვნება გვაქვს, მთლად ასე არ არის, მაგრამ თუ საშუალება იქნებოდა, რატომაც არა. მეოთხე დეპუტატი ახლა სად ვიპოვოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.