კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 252, აჭარაში – 61, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარაში – 61, იმერეთში – 35, ქვემო ქართლში – 42, შიდა ქართლში – 20, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 22, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც: 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 120, აჭარაში – 417, იმერეთში – 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში – 415, აჭარაში – 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 16, იმერეთში – 17.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები