მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორის – „კუკარაჩა“ (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი.