“გუმათჰესთან”, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია

“გუმათჰესთან”, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია. „რიონის ხეობის მცველები“ რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

ბარიკადებს მიღმა სამართალდამცველები არიან განლაგებული.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი ტერიტორიაზე, სადაც პროტესტს გამოხატავენ, ისინი პროვოკაციას ყველანაირად გაემიჯნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები