რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან. დედაქალაქში 4-დღიანი პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა, ორგანიზატორებმა თბილისში ჩამოსვლის მიზეზი განმარტეს და ისევ დაბრუნება არ გამორიცხეს, მანამდე კი გეგმა ხეობაში „ენკას“ საქმიანობის შეჩერებაა.
„ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. უბრალოდ, ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.