ნინო სურგულაძე 26 მაისთან დაკავშირებით: ჩვენს ერთიანობას არასოდეს დაემუქრება საშიშროება თუ ერთად ვიქნებით და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი თავისუფლება შეარყიოს
მე ახლა ესპანეთში ვარ, დღეს სპექტაკლის პრემიერა მაქვს და სხვა განცდით, სხვა სიძლიერით წარვსდგები მაყურებლის წინაშე! მეამაყებით და მეიმედებით, ჩვენს ერთიანობას არასოდეს დაემუქრება საშიშროება თუ ერთად ვიქნებით და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი თავისუფლება შეარყიოს, – წერს მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე Facebook-ის გვერდზე.
სურგულაძე ფიქრობს, რომ თავისუფლებას უნდა გავუფრთხილდეთ.
“26 მაისი ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ამ დღისთვის მებრძოლი თითოეული ადამიანისთვის უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავისუფლებას, სისხლით მიღწეულ დღევანდელობას. ჩვენი პასუხისმგებლობაა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინაშე განვვითარდეთ და წინ წავიდეთ.
მიყვარხარ საქართველო”, – წერს ნინო სურგულაძე.