მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონპროექტი და მას კანონის სახე მივცეთ
“ჩვენ უმოკლეს პერიოდში უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონპროექტი და მას კანონის სახე მივცეთ”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ვადა არსებობს, ჩვენ უმოკლეს პერიოდში უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონპროექტი და მას კანონის სახე მივცეთ. ეს პირდაპირაა მითითებული შარლ მიშელის დოკუმენტში“, – განაცხადა მდინარაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, კენჭისყრაზე ჩავარდა.