ნიკა მელია: უახლოეს მომავალში რამდენიმე საკითხზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს.

მელია დღეს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და მხარდამჭერებს შეხვდა.

„ეს არ არის შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ეხება ბრძოლის გაგრძელებას თუ სხვადასხვა ახალ პლატფორმას. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელზეც ვისაუბრეთ და შევთანხმდით. მიხარია, რომ პარტიაში იყო განსხვავებული მოსაზრებები, მეც მინდა, ასეთი პარტია ავაშენო, რომელიც ორი ან სამი ადამიანის გარშემო არ იქნება გაერთიანებული, არამედ იქნება გაერთიანებული იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო და არ იქნება ვერტიკალური მართვა. რა თქმა უნდა, ლიდერს აქვს თავისი წონა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხშირად ის უკეთ ხედავს, ვიდრე მისი თანაგუნდელები, რომლებიც შეიძლება იყვნენ მოწყვეტილი მოლაპარაკებების მაგიდას. ამისათვის უნდა ჩამოვიდე, შევხვდე ჩემს მეგობრებს, გავცვალოთ არგუმენტები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. სამეგრელო არ უნდა იყოს ასეთ სოციალურად აუტანელ მდგომარეობაში და თუ სადმე შეიძლება ნაკლებად უჭირდეთ ბევრი მიზეზის გამო, ეს არის სამეგრელო, მაგრამ პირიქით ხდება. ამ რეგიონზე ხელისუფლება არ ორიენტირდება. მიხარია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე შევთანხმდით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ ადგილობრივ დონეზე, რაც ბუნებრივია, გადაითარგმნება ეროვნულ-პოლიტიკურ დონეზე. აქედან მივემართები აჭარაში, სადაც იქნება კიდევ ერთი შეხვედრა. ამის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში და უახლოეს მომავალში რამდენიმე საკითხზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები