არჩილ თალაკვაძე: ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტიის პროექტი მხოლოდ მისთვის იყო შემუშავებული, პოლიტიკური ამპარტავნებაა

პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ პროექტი მიიღება ისე, როგორც ეს ხელმოწერილ შეთანხმებაშია მოცემული.

მისივე თქმით, ამნისტიის მიღება უთანხმოების დასრულებას ემსახურება.

„არავითარი განსხვავებული ინტერპრეტაცია არ არსებობს. ვინც კითხულობს ტექსტს, ძალიან კარგად ესმის, რომ ამნისტია ემსახურება არა კონკრეტულ პიროვნებებს, არ არის ეს მოწოდებული მხოლოდ ნიკანორ მელიასთვის, ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ეს არის მოწოდებული იმისთვის, რომ დაიხუროს უთანხმოების ფურცელი, დავასრულოთ უთანხმოება თემაზე, რასაც ჰქვია 20 ივნისის მოვლენები, ამან ხელი არ შეუშალოს ჩვენს მომავალს და მომავალში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, ვინმეს მხრიდან მცდელობა, რომ ამნისტია საკუთარ საკითხად წარმოაჩინოს ან საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო შემუშავებული, არის პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები