მამუკა მდინარაძე: ევროკავშირის წევრობა არ არის შორეული პერსპექტივა და შესაძლოა, რომ ისტორიისთვის ძალიან მოკლე მონაკვეთიც კი იყოს

“ევროკავშირის წევრობა არ არის შორეული პერსპექტივა და შესაძლოა, რომ ისტორიისთვის ძალიან მოკლე მონაკვეთიც კი იყოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა საქართველო ცდილობს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, აქ არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მთავარი გარანტიები.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ მართლაც მთავარ ეროვნულ დღესასწაულს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მალე დაგვიდგება ის დრო, როცა კიდევ უფრო შევიგრძნობთ და ამის საფუძველს ჩვენ მოგვცემს ევროკავშირის წევრობა. მე არ მგონია, რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა, როცა საქართველო ამ მიზნის მისაღწევად თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, ეს არ არის შორეული პერსპექტივა და შესაძლოა, რომ ისტორიისთვის ძალიან მოკლე მონაკვეთიც კი იყოს, რადგან აქ არის მთავარი გარანტიები ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მაშინ, როცა საქართველო ცდილობს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტია ეს არის, შესაბამისი ყოფითი პირობები, უსაფრთხოების გარანტიები ამ მიზანშია და ვფიქრობ, რომ საქართველომ ამ გზიდან არასდროს არ უნდა გადაუხვიოს და მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები