გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში გვიან ღამით მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც 40 წლამდე კაცს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები.
დაჭრილი გურჯაანში, „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.