ბჟანია: ქართული მხრიდან დევნილების დაბრუნების საკითხი დახურულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, იყო დროს, როდესაც “ქართული მხრიდან აფხაზეთში დევნილების დაბრუნების საკითხი ისმებოდა, თუმცა, ამჟამად ეს საკითხი დახურულია”.

ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ქართველები, ძირითადად, გალის რაიონში ცხოვრობენ, მათი რაოდენობა დაახლოებით 45 ათასია. უმეტესობას არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც – ადრე. შეგახსენებთ, რომ ოდესღაც ისმებოდა საკითხი ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ. ეს საკითხი ახლა დახურულია. სამწუხაროდ, საქართველოსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს ხელმოწერილი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ისინი არ გვაღიარებენ, ვერ ხედავენ ასეთ სახელმწიფოს, როგორიც არის აფხაზეთი. ამიტომ, არ გვაქვს სახელმწიფოთაშორისი კონტაქტები. არსებობს მხოლოდ მოლაპარაკებების პლატფორმა ჟენევაში, რუსეთის მონაწილეობით. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ ვაპირებთ, განვიხილოთ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის საკითხი საქართველოსთან ან ვინმესთან. ის ხალხის მიერ არის განსაზღვრული, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს თემა სამუდამოდ დახურულია ჩვენთვის. საქართველოს საზღვარზე აფხაზეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ როგორც აფხაზი, ასევე, რუსი მესაზღვრეები. აშენდა რამდენიმე თანამედროვე სასაზღვრო ქალაქი, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის საუკეთესო ქვედანაყოფებია. პროვოკაციები ამ საზღვარზე ძალიან იშვიათია, მათ აზრი არ აქვს”, – თქვა ასლან ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები