პროკურორი: სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერიდან ჩანს ნიკა მელიას მიერ ხალხისთვის მოწოდება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს გამოკვლეული ვიდეოჩანაწერიდან ჩანს ნიკა მელიას მიერ ხალხისთვის მოწოდება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ.

პროკურორის თქმითვე, ვიდეომასალაში ასახულია აქციაზე ნიკა მელიას ქმედებების ქრონოლოგია.

“ეს იყო ვიდოჩანაწერები, რომელიც ასახავს ბრალდებულ ნიკანორ მელიას ქმედებების ქრონოლოგიას 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ასახავს მის გამოსვლასა და მოწოდებას პარლამენტის სასახლეში შესვლის თაობაზე და ერთსაათიანი ულტიმატუმის განსაზღვრას. ნაჩვენები იყო ნიკანორ მელიას ქმედებები აქციაზე, მისი მოწოდება – ხელით ჟესტიკულაციით ხალხისათვის, რომ მომხდარიყო პარლამენტზე შეტევა. შემდეგ ის თავად იყო ჩართული ამ ძალადობრივ ქმედებებში და ბოლოს მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ დაშლილიყვნენ”, – განაცხადა გულუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები