დავით სერგეენკო: სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია, გასაგებია, რომ მაღალი ინტერესია

„სასამართლო სისტემა უდავოდ სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველი და ქვაკუთხედია. აბსოლუტურად გასაგებია ის, რომ ამაზე მაღალი ინტერესია ქვეყნის შიგნით და გარეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე არგუმენტების გასაცვლელად უფრო სწორი პარლამენტში მსჯელობა იქნება.

„სასამართლო სისტემა უდავოდ სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველი და ქვაკუთხედია. აბსოლუტურად გასაგებია ის, რომ ამაზე მაღალი ინტერესია ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩემი შეხედულებით, მაინც პარლამენტია ყველაზე უფრო სწორი ადგილი იმისთვის, რომ არგუმენტები საჯაროდ გაიცვალოს, შეჯერდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება სამართლიანი და სწორი. მაქვს შთაბეჭდილება, რომ ასე შემოთვლითა და მოძახილით საქმე არ კეთდება, აქ უნდა იყოს ამ ყველაფრის განხილვა. მედიიდან ხშირად გამიგია სასამართლო სისტემაზე დეფინიცია – კლანი, კლანი, კლანი, მაგრამ არც ერთხელ შევხვედრივარ ან სიმპტომები არ მინახავს, რომ ეს რეალურად არსებობს. არ შეიძლება, ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე შემოთვლით მსჯელობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები